გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: რა მნიშვნელობა აქვს უსამშობლო, მორალისგან დაცლილი პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა ამ კანონს, მისთვის ხომ ოჯახი და ბავშვები ღირებულს არ წარმოადგენს

3-10-2024

რა მნიშვნელობა აქვს უსამშობლო, მორალისგან დაცლილი პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა ამ კანონს, მისთვის ხომ ოჯახი და ბავშვები ღირებულს არ წარმოადგენს. მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის დაკვეთაა ეს და ხელისუფლება მის დაკვეთას ასრულებს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტ ნინო ფოჩხუა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 17 მაისს მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა ფაქტობრივი რეფერენდუმი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე.


ექსპერტი სვამს კითხვას, რომ თუ მილიონი კაცი გამოვა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, ეს ხომ რეფერენდუმის ტოლფასია.


„მილიონი კაცი რომ გამოვა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, ეს ხომ რეფერენდუმის ტოლფასია? რა მნიშვნელობა აქვს უსამშობლო, მორალისგან დაცლილი პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა ამ კანონს, მისთვის ხომ ოჯახი და ბავშვები ღირებულს არ წარმოადგენს. მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის დაკვეთაა ეს და ხელისუფლება მის დაკვეთას ასრულებს. ამ კანონს მოეწერება ხელი, რაც არ უნდა აღშფოთდნენ ჩვენი პარტნიორები, რადგან იგი დაფუძნებულია საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს“, - წერს ნინო ფოჩხუა.