გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ადამიანის უფლებების განვითარება და უმცირესობების დაცვა: საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა“- საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

4-10-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებების განვითარება და უმცირესობების დაცვა: საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა“ (Advancing Human Rights and Safeguarding Minority Protections: International Framework and Domestic legislation) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს ავრცელებს.


როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურია და ეძღვნება საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნას.


კონფერენციაში საერთაშორისო სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი საქართველოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.


კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს თსუ-ს რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა.


„განსაკუთრებული პატივისცემით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია იმართება პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნის პატივსაცემად. მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერმა, ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელმა პროფესორმა ალექსიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაში. მისი სიცოცხლე და აკადემიური საქმიანობა ეძღვნებოდა საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძვლის შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადასაჭრელად, იმ სამართლის საერთაშორისო ასპექტების ხაზგასასმელად, რომელიც შეეხებოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ომის დამანგრეველ ქმედებებსა და მისი ტერიტორიების განმეორებადი ოკუპაციის საკითხებს”, - აღნიშნა მან.


ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.


კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითა და მომხსენებლებად მონაწილეობენ საერთაშორისო სამართლის დარგში გამოჩენილი უცხოელი და ქართველის მეცნიერები, მკვლევრები, პრაქტიკოსი იურისტები, საერთაშორისო სტრუქტურების წევრები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი წევრები: ლადო ჭანტურია, ანია ზაიბერ-ფორი, ბენედიქტ ც. ჰარცლი, კირიაკი ტოპიდი, იურგენ პირკერი, ალესანდრო ბუფალინი, კატარზინა ზომბორი და სხვა.


თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირინე ქურდაძის თქმით, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროდუქტიულ დისკუსიებს, გამოცდილების გაცვლას და ინოვაციური იდეების გენერირებას.


„თსუ-ში მეცნიერების, იურისტი ექსპერტებისა და პრაქტიკოსების გაერთიანებით, ჩვენ არა მხოლოდ ვეცნობით საერთაშორისო სამართალში არსებული ჩვენი დროის მწვავე გამოწვევების გადაჭრის გამოცდილებას, არამედ ვიკვლევთ ახალ მიდგომებს მათ გადასაჭრელად. სწორედ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სამართლიანობის პრინციპების განვითარებას, თანასწორობის და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა ქურდაძემ.