გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეროვნული ბანკი: ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება

4-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს, სადაც ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობის და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი.

როგორც სებში აღნიშნავენ, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.8% შეადგინა
  • ადგილობირვი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და სექტემბერში 1.2% შეადგინა

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ აგვისტოში 47.8% შეადგინა
  • აგვისტოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 43.9%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურად 4.8%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური და საინვესტიციო სახის საქონლის ჯგუფების იმპორტი ამჯერად ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 30.1%-ით გაიზარდა და 641.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის მაღალი ზრდა მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა.
  • აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 167.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების რუბრიკაში.