გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპარლამენტში ლობიზმის ხარისხი იმდენად მაღალია, მიუკერძოებლობაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია

4-10-2024

„ეს არის იმ დიდი ფულის ხარჯვის შედეგი, რომლითაც ოპოზიცია ყიდულობს ასეთ რეზოლუციებს, რათა ქართულ საზოგადოებაში, ქართველ ხალხში მოახდინოს აზრის ფორმირება", - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების მიღება მომხდარიყო ქრთამის სანაცვლოდ და რა თანხა უნდა გადაეხადა ქვეყნის ოპოზიციურ ჯგუფს ასეთი დოკუმენტისათვის.


როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დასტურდება ის, რომ ქრთამის გადახდა ლობისტების საქმიანობისთვის უცხო არაა და ეს მიღებული პრაქტიკაა.


„თუ თვალს გადავავლებთ ევროპარლამენტარების მხრიდან მანამდე გაკეთებულ განცხადებებს, ცალსახად იკვეთება პირდაპირი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან, მეგობრული ურთიერთობები მიხეილ სააკაშვილთან და სხვებთან. შესაძლოა პოლიტიკურად არც ეთანხმებიან, მაგრამ რეზოლუციების მიღება არის ძალიან დიდი ლობისტობის შედეგი, იმ დიდი ფულის ხარჯვის შედეგი, რომლითაც ოპოზიცია ყიდულობს ასეთ რეზოლუციებს, რათა ქართულ საზოგადოებაში, ქართველ ხალხში მოახდინოს აზრის ფორმირება. ეს კი გამორიცხულია, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის ვინ არიან ეს ევროპარლამენტარები და რა უკეთებიათ მათ მათივე ქვეყნისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპარლამენტში ლობიზმის ხარისხი იმდენად მაღალია, მიუკერძოებლობაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.