გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ზარქუა: ამერიკის და ევროკავშირის საელჩოები აცნობიერებენ, რომ რადიკალები და უსამშობლოები გარდა “ნაცებისა” ვერ გადალახავენ ბარიერს, ამიტომ ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში

4-10-2024

ამერიკის საელჩო და ევროკავშირის საელჩო, აცნობიერებენ რა, რომ ეს რადიკალები და უსამშობლოები, გარდა “ნაცებისა”, ვერ გადალახავენ ბარიერს, ამიტომ ახლა ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, თანამოაზრეებთან ერთად, ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, რადგან მათი აგენტურა აგებს. თუმცა, ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს არ აქვთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება, რაც მოსახლეობამაც კარგად იცის.


“მე ეს შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ელჩი და დანარჩენებიც, ვინც მათი გაერთიანების, “საძმოს” წევრები არიან, ჩვენს ქვეყანას უტევენ, არადა, კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა შიდა საარჩევნო საქმიანობაში მიუღებელია.


ამიტომ, მე მოვუწოდებ ბატონ ელჩებს, პატივცემულ საზოგადოებას: იქნებ დაიცვათ კანონი, იქნებ გაიაზროთ, რომ თქვენი ეს ქმედებები, არასწორი, მიუღებელი და უარგუმენტო განცხადებები და “ქარდები”, არაფერში წერია. ჩვენ გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, თქვენს აგენტურას მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობაში და ამიტომაც ხართ შეშფოთებული, აღშფოთებული და თავიდან ბოლომდე ჩართული ხართ წინასაარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ და საქართველოს მოსახლეობამ იცის ამის შესახებ.” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.