გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი

5-10-2024

„არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ,“ - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს, რაც არის მიზეზი გარე ძალების გააქტიურების.


„ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყველა წააგებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი. ოპოზიციას რომ ჩალის ფასი აქვს, სწორედ ამიტომ გარე ძალები უკიდურესად გააქტიურდნენ და აღარაფერს ერიდებიან.


არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ.


მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველას ერთად აკვირდება და სულ უფრო მეტს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეებიც კი დღეს „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, რადგან ნებისმიერი სხვა არჩევანი სასიცოცხლოდ სახიფათო იქნება,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.