6-10-2024
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს,მორიგი შეხვედრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა.
კობა კობალაძემ, ვეტერანებს,სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა,რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი; მათ შორის,ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.