გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაპუაშვილი: ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან

7-10-2024

ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში პოზიცია არ დაეფიქსირებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, კანონის მხარდაჭერით გარე მფარველებს გააბრაზებდნენ.


„როგორც ნახეთ, ოპოზიცია ემალება ამ საკითხს, ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერდნენ ამ კანონს, გააბრაზებდნენ თავიანთ გარე მფარველებს და იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერდნენ, რა თქმა უნდა, წავიდოდნენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა საქართველოს მილიონამდე მოქალაქე, რომლებმაც ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.