გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

7-10-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს უწყების საქმიანობის სპეციფიკასა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.


„მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.


მხარეები შესაბამისი აქტივობების ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.