გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი ტექნიკური მთავრობის შესახებ ოპოზიციის კონსულტაციებზე: ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ მათი გეგმები არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა

7-10-2024

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის კონსულტაციები არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა სეფაშვილის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა რევოლუციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად დაწყებული მზადება. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ასეთი გეგმებისათვის მზადება დასტურია იმის, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს და მხოლოდ დესტრუქციით გეგმავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.


„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ისინი ემზადებიან რევოლუციისთვის და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისთვის.


ტექნიკური მთავრობა რატომ უნდა შედგეს, თუ ხელისუფლებაში ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მმართველი პარტია მოვა? თავისთავად ცხადია, რომ ეს არის მათი გეგმები იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იციან - ამ არჩევნებზე ვერანაირად ვერ გაიმარჯვებენ. ეს არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული გზა, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.