გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მდინარაძე: მხოლოდ კეთილდღეობით და უკეთესი ცხოვრებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლის გარანტიებზე, დღეს საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოგიყვებათ

7-10-2024

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.

როგორც მდინარაძე წერს, მმართველი გუნდის  დასანქცირების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყებაა. 


მდინარაძე აღნიშნავს, რომ გულწრფელად უკვირს იმ „პოლიტიკოსების“ თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ.


„საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-ით დააზიანებდა, ჩვენსას კი - მინიმუმ 12-13%-ით. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს.


გულწრფელად მიკვირს იმ „პოლიტიკოსების“ თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის წირავენ.

მხოლოდ მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლაზე ბევრი ვისაუბრეთ. მხოლოდ კეთილდღეობით და უკეთესი ცხოვრებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლის გარანტიებზე, დღეს საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოგიყვებათ“, - წერს უმრავლესობის ლიდერი.