გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე გია ბარამიძის განცხადებაზე: არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ჯამბაზურად აიჭრნენ ე.წ. პრემიერზე, რა ქარტია, რა შმარტია, რა ე.წ. ტექნიკური მთავრობა? ავსული „ნაცები“ პირადი გამორჩენის მიზნით სამშობლოს კი არა და ოჯახის წევრებს გაწირავენ

7-10-2024

პროგნოზები ნაცრადიკალების სამარცხვინო „პერფორმანსზე“ მორიგ ჯერზე მართლდება - არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ჯამბაზურად აიჭრნენ ე.წ. პრემიერზე. რა ქარტია, რა შმარტია, რა ე.წ. ტექნიკური მთავრობა? ავსული „ნაცები“ პირადი გამორჩენის მიზნით სამშობლოს კი არა და ოჯახის წევრებს გაწირავენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქართულ ქარტიაში არ წერია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე უნდა „დანიშნოს” მომავალი პრემიერ-მინისტრი და მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად უნდა მოიწონოს.


ანალიტიკოსის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ენდობა საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილი.


„პროგნოზები ნაცრადიკალების სამარცხვინო „პერფორმანსზე“ მორიგ ჯერზე მართლდება - არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ჯამბაზურად აიჭრნენ ე.წ. პრემიერზე. რა ქარტია, რა შმარტია, რა ე.წ. ტექნიკური მთავრობა? ავსული „ნაცები“ პირადი გამორჩენის მიზნით სამშობლოს კი არა და ოჯახის წევრებს გაწირავენ. სამწუხაროა, რომ ამგვარ არსებებს დღემდე ენდობა საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილი. სექტის ერთ-ერთი ლუზერი რუპორი, გიორგი ბარამიძე აცხადებს: „მინდა ვიყო მკაფიო, სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილთან დაკავშირებით, რომ თურმე მან უნდა არჩევნებამდე ფაქტობრივად „დანიშნოს” მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად მოიწონოს. ქარტიაში მსგავსი არაფერი წერია, შესაბამისად, ეს ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ეკა ბესელიას ინტერპრეტაციაა და არა ის, რაზეც პარტიებმა ხელი მოაწერეს. არასწორი და მიუღებელია ზურაბიშვილის მხარდამჭერების მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა, იმის გამო, რომ ისინი ქარტიის ტექსტის ინტერპრეტირებას არ აპირებენ“. ასე გააგრძელეთ, ვითომ პრინციპულო ნაცქაჯებო, თქვენი გაუსამართლებლად ყოფნის ვადა მალე ამოიწურება“, - წერს გია აბაშიძე.