7-10-2024
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის, ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
"შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.
კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს კვლავ აგრძელებს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს:
🔻7 ოქტომბერს, ქ. ახალციხე 16:00 საათზე, შ.ახალციხელის ქუჩა N 2, ( გუბერნიის შენობა);
🔻9 ოქტომბერს, ქ. გორი, 16:00 საათზე, მშვიდობის ქუჩა N 12 ა, (გორის კულტურისა და ახალგაზრდობის სახლი -კომბინატის დასახლება);
🔻10 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, 16:00 საათზე, კოსტავას ქუჩა N 20, (რუსთავის მერიის შენობის უკან მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი);
🔻11 ოქტომბერს, ქ. თელავი, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა);
🔻12 ოქტომბერს, ქ. მცხეთა, 16:00 საათზე, აღმაშენებლის ქუჩა N 77, ( ანდრო კანდელაკის ჭიდაობის დარბაზი );
ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრებს და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ" –აცხადებენ უწყებაში.