გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა ნინო ჟიჟილაშვილის მუქარაზე: ამდენი ხნის ჟურნალისტი ასე უნდა დაემუქროს კოლეგებს, ან ეს დაგბლოკავთ რა უბედურებაა, თუმცა რა გასაკვირია, კოლექტიური ნაცების მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს

7-10-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის ელჩის განცხადების პარალელურად, პოს ტვ-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს“ შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით“.


ექსპერტი ნინო ჟიჟილაშვილზე წერს, რომ მისგან არანაირი ქმედება უკვირს, რადგან კოლექტიური ნაცების მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს.


„არ მიკვირს ნინო ჟიჟილაშვილის არანაირი ქმედება. ქალი გამოწრთობილია ფულის და კეთილდღეობის გამო ღალატში, უმადურობასა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში. ვინ უნდა ენდოს ამ კალიასავით აქეთ-იქით მოხტუნავე ჟურნალისტს ან ობიექტურობაში, ან მიუკერძოებაში. ჟიჟილაშვილის მიშვება არ შეიძლება სტუდენტებთან, რა უნდა ასწავლოს, ან რა მაგალითი უნდა მისცეს მათ. ამიტომაც არის, რომ ასეთმა ადამიანებმა გაანადგურეს ქართული ჟურნალისტიკა. თვითონ, ამდენი ხნის ჟურნალისტი, ასე უნდა დაემუქროს კოლეგებს, ან ეს დაგბლოკავთ რა უბედურებაა. თუმცა, რა გასაკვირია, კოლექტიური ნაცების მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს“, - წერს ნინო ფოჩხუა.