გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზაზა სარალიძის პროცესი რუსთავში გაიმართება

29-10-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სარალიძის ადვოკატ ნესტან ლონდარიძეზე დაყრდნობით, ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

 

„ან რუსთაველის გამზირს აიგივებენ რუსთავთან ან პროცესის თბილისში ჩატარებით სიტუაციის გამწვავებას ერიდებიან. სხვა ახსნა, რატომ ტარდება თბილისში მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესი რუსთავში, არ არსებობს“, - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

 

გავრცელებული ცნობით, სასამართლო პროცესს ზაზა სარალიძეც დაესწრება.

 

28 ოქტომბერს ზაზა სარალიძე ბრალი წარუდგინეს, თუმცა ბრალდების დადგენილების მიხედვით, საგამოძიებო ორგანო არ თვლის საჭიროდ, სასამართლო სხდომის გამართვამდე სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება გამოიყენოს.

 

პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს.

 

სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამაა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ზაზა სარალიძემ რუსთაველზე საპროტესტო აქციები წამოიწყო. პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს წინ სამართალდამცველების მხრიდან კარვის გაშლაზე უარის თქმა უძღოდა.


imedinews.ge