გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„თბილისის ჭიდაობის ფედერაციასთან" მემორანდუმი გაფორმდა

29-10-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "თბილისის ჭიდაობის ფედერაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიგაფორმდა.მემორანდუმი მიზნად ისახავს ვეტერანების შვილებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. 

მემორანდუმის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშირეგისტრირებულ ვეტერანთა შვილებისთვის ფედერაციის მიერ ჭიდაობის უფასო სწავლებას.  

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და "თბილისის ჭიდაობის ფედერაციის" გენერალურმამდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 მარტამდე.