გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოქრიაშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით

8-10-2024

„ოცნებამ“ არჩევნების წინ ახალი თემა გამოაცხო, უფრო სწორად „გააცოცხლა“ - პრეზიდენტის იმპიჩმენტი" – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატამა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


„თურმე, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამიტომ იმპიჩმენტი უნდა მოუწყონ, ვითომ ეყრდნობიან კონსტიტუციას და ამ სიტყვასაც ხშირ-ხშირად ახსენებენ.


პირადად მე კობახიძის დაწერილი ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია არ მაინტერესებს.


პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით.

26 ოქტომბერს ყველანი ერთად, არჩევნებზე” –აცხადებს დეპუტატი.