ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მამუკა ბახტაძე: ჩვენს შეცდომებზე საზოგადოებისგან მკაფიო გზავნილი მივიღეთ

29-10-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ქართველი ერისაგან მკაფიო გზავნილი მიიღო.


მისივე თქმით, ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია და შესაბამისად, მმართველი პარტია მეორე ტურში ერთსულოვნებას უზრუნველყოფს.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან  ჩვენს შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მივიღეთ. გზავნილი მივიღეთ იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ  გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ და მათ ოჯახებს აწუხებთ.


ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, მათ შორის ის, რომ ქვეყანაში უმოკლეს დროში ბევრი რამაა შესაცვლელი. შესაბამისად, საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. ჩვენ მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერებისა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა 28 ოქტომბრის არჩევნებში. მეორე ტურში კი ყველა ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით. ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს  ქართველი ერი განსაზღვრავს და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის და შეუქცევადი დემოკრატიის განვითარების, სწორედ ისეთის, როგორიც ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს ეკადრება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.