გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ბანერებზე: ბანერები პირდაპირ შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება

8-10-2024

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ზიზღის ენას შეიცავს.


მანვე სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს მოუწოდა თავიანთ ანგარიშებში ასახონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ ზიზღის კამპანიაზე.


„რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, აქ გასაკვირი არაფერია. გამოჩნდა ბანერები პირდაპირ, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.