გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნანა კაკაბაძე: ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა ხელი არ მოაწერა კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, თავისი ჭკუით სალომემ იფიქრა, დასავლეთის კეთილგანწყობასაც შევინარჩუნებ და ქართველების უმრავლესობასაც არ გავაღიზიანებო

8-10-2024

„საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა (პ)რეზიდენტმა თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ ვერც ხელის მოწერა და ვერც ვეტოს დადება ვერ გაბედა ამ კანონზე“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.


კაკაბაძის თქმით, სამაგიეროდ ჩვენი სახეგაბადრული (პ)რეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და ევროსტრუქტურის ხელმძღვანელები ღიმილით ხვდებიან, ხელს ართმევენ და გამამხნევებელ სიტყვებსაც ეუბნებიან. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედ ამ ქალბატონის იმედი აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირებით საქართველოს ხელისუფლებაში მათთვის მისაღები და მორჩილი პოლიტიკური ძალების მოყვანის დაგეგმილი ოპერაციის წარმატებით განხორციელების საქმეში.


„სალომეს ვირეშმაკობა ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.


მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა (პ)რეზიდენტმა თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ ვერც ხელის მოწერა და ვერც ვეტოს დადება ვერ გაბედა ამ კანონზე.

კანონზე ხელმოწერა დასავლეთში მყოფ სალომეს შეფებს არ მოეწონებოდათ, ხოლო ვეტოს დადება - საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის იქნებოდა მიუღებელი და თავისი მოკლე ჭკუით სალომემ იფიქრა, დასავლეთის კეთილგანწყობასაც შევინარჩუნებ და ქართველების უმრავლესობასაც არ გავაღიზიანებო, მაგრამ ორი კურდღლის მდევარმა (პ)რეზიდენტმა ამ შემთხვევაში ორივე მხარე გააღიზიანა.


თუ მისთვის მიუღებელი და უფლებების შემლახავად მიაჩნდა კანონი, მაშინ სრული შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მისი ძალაში შესვლა დაებლოკა მასზე ვეტოს დადებით, მით უმეტეს, რომ ამ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა პარლამენტს აღარ ექნებოდა, რადგან ამ პარლამენტს არჩევნებამდე სხდომის ჩატარების, ანუ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა.


ამიტომ ლიბერალ-ფაშისტების რიგებში ბუნებრივად იბადება კითხვა: ჩვენო იმედო, ქალბატონო, თუ თქვენ ნამდვილად ჩვენიანი ხართ და ნამდვილად არ გინდათ ეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი „საშინელი და მომაკვდინებელი“ კანონი მუშაობდეს საქართველოში, რატომ არ დაადე ვეტო და რატომ არ აღმოვფხვერი მისი კანონად ქცევის შესაძლებლობა? მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც „უმადური“ დარჩა იმით, რომ სალომემ ვეტო არ დაადო კანონს, რადგან ტრადიციული ღირებულებების დამცველებისთვის მთავარი ის იყო, რომ მან კანონს ხელი არ მოაწერა, რითაც პირდაპირ თქვა, რომ ის ამ საკითხში ლიბერალ-ფაშისტების მხარესაა, ანუ მიაჩნია, რომ ამ კანონით აკრძალული ერთნაირსქესიანებს შორის სექსუალური ურთიერთობის ან სქესის შეცვლის პროპაგანდა დასაშვები უნდა იყოს.


სამაგიეროდ ჩვენი სახეგაბადრული (პ)რეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და ევროსტრუქტურის ხელმძღვანელები ღიმილით ხვდებიან, ხელს ართმევენ და გამამხნევებელ სიტყვებსაც ეუბნებიან. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედ ამ ქალბატონის იმედი აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირებით საქართველოს ხელისუფლებაში მათთვის მისაღები და მორჩილი პოლიტიკური ძალების მოყვანის დაგეგმილი ოპერაციის წარმატებით განხორციელების საქმეში. თუმცა, არ იციან, რომ მათაც და მათ ფავორიტ მადამ რეზიდენტსაც დიდი იმედგაცრუება ელოდებათ 26 ოქტომბრის შემდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩაშლით“ - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.