8-10-2024
„გიორგი გახარიამ იცის, რომ ვიღაცის ბრძანება უნდა შეასრულოს, რაღაც გარე დავალებებზე იმუშაოს, თუმცა თვითონ არ იცის, რა სურს. ერთია, რომ ქვეყნის სასიკეთო არაფერი სურს“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარიამ ხან „ქართულ ოცნებას“ უღალატა, ხან - ოპოზიციას, ამიტომ მისი მოღალატეობრივი ბუნება ყველგან ჩანს.
„გიორგი გახარია შემიძლია შევადარო კომპასდაკარგულ გემს, რომელმაც არ იცის სად წავიდეს. იცის, რომ ვიღაცის ბრძანება უნდა შეასრულოს, რაღაც გარე დავალებებზე იმუშაოს, თუმცა თვითონ არ იცის, რა სურს. ერთია, რომ ქვეყნის სასიკეთო არაფერი სურს. გახარიამ ხან „ქართულ ოცნებას“ უღალატა, ხან - ოპოზიციას. აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში არაა, ამ დროს კი ზოგიერთ საკრებულოში პირდაპირ კოალიცია აქვს მათთან. ასე რომ, მისი მოღალატეობრივი ბუნება ყველგან ჩანს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.