გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ღვინჯილიების ოჯახს ზუგდიდის მერია დაეხმარება

30-10-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაიზერ ნანავამ აღნიშნა, მერია ღვინჯილიების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ასევე, ქირის თანხას გადაუხდის.


მისივე თქმით, 2019 წლის იანვრიდან კი ოჯახს შესაძლებლობა ექნება, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთოს.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მეზობლების თქმით, ღვინჯილიების ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლიც დაიწვა, სოციალურად დაუცველია.


1tv.ge