გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით კაჭარავა ონისე ოქრიაშვილის მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე: პროვოკაციის მიზნით იყო მოსული და ამის განხორციელება წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა

8-10-2024

„არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს ტელეფონით გადაგიღონ და შემდეგ მიტრიალდნენ და წავიდნენ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ, როცა კომენტარი გააკეთა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე.


დავით კაჭარავამ განაცხადა, რომ არავის მისცემს მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობის უფლებას.

„მაქვს ამ ადამიანზე ინფორმაცია - ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტია. არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს ტელეფონით გადაგიღონ და შემდეგ მიტრიალდნენ და წავიდნენ. ამის უფლებას არავის მივცემ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქეცი. ეს ადამიანი წიოდა, კიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. ის პროვოკაციის მიზნით იყო მოსული და ამის განხორციელება წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა. ეს აშკარა იყო და ამისთვის ალბათ რაღაც ბენეფიტები უნდა მიეღო“, - განაცხადა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დელეგატს ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი დღეს ჭოველიძის ქუჩაზე დაუპირისპირდა. თუმცა, ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაშინ, როდესაც მან კაჭარავას ჰკითხა, თუ რა სიგარეტს ისურვებდა, როცა დაიჭერდნენ, დეპუტატმა ტელეფონი წაართვა.