30-10-2018
გორში მოკლულ 9 წლის ნანა ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარშია გადასვენებული.
ბავშვის ცხედარი გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იმავე საღამოს 34 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს.
ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულის მიმართ კითხვები კიდევ ერთ ოჯახს აქვს. საუბარია 11 წლის მოზარდზე, რომელიც 14 წლის წინ გაიტაცეს და ამ საქმეშიც ნებიერიძის გვარი ფიგურირებს.
როგორც დაკარგული ბავშვის დედა ამბობს, ნებიერიძე მცირეწლოვნებთან ნდობაში შედიოდა და დანაშაულს წინასწარი განზრახვით ჩადიოდა.
„როგორც ჩემი შვილი ჰყავდა მიჩვეული ეს გოგონაც ისე მიიჩვია. მონახა სუსტი წერტილი. ჩემი შვილი ყველას ენდობოდა, მაგრამ თუ ახლოს არ იქნებოდა, არ გაჰყვებოდა. გამოიძიონ სად არის ჩემი შვილი და როგორ არის. სამუდა მოპატიმრობაში უნდა ყოფილიყო ეგ,“-აცხადებს დაკარგული ბავშვის დედა.