გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ასპინძაში მცხოვრები 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

30-10-2018

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.


ამჯერად, კომპანიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხანდო-ასპინძის 5 კმ-იანი მაგისტრალისა  და სათავე ნავებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, წყლის დებეტი გაიზარდა და  დაბა ასპინძაში მცხოვრებ 800-ზე მეტი  ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.


ასპინძის მაცხოვრებლებს ათეული წლებია სასმელი წყალი 2-საათიანი გრაფიკით მიეწოდება.   უახლოეს მომავალში, წყალმომარაგების რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცვხელიანებაც დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა  სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.


სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა განახორციელა.