გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

30-10-2018

მცხეთის რაიონულ სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის რვა მოწმე დაიკითხება. მათგან ოთხი ექსპერტ-კრიმინალისტია, ოთხი კი, დაზარალებულის ახლობელი. ამ დროისთვის კითხავენ ექსპერტს, რომელმაც ტატუნაშვილის ავტომანქანის ექსპერტიზა ჩაატარა.


სხდომა ღია მხოლოდ ექსპერტების დაკითხვის ნაწილში იქნება, შემდეგ კი, ბრალდების მხარე სხდომის დახურვის შუამდგომლობის წარდგენას  გეგმავს.

სასამართლო პროცესს ბრალდებულების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის ადვოკატი ესწრება.


პროკურორის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების საქმეზე დაახლოებით 140 მოწმეა დასაკითხი.

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.


გამოძიების თანახმად, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.


1tv.ge