გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულში ახალი დასასვენებელი სკვერის მოწყობა იგეგმება

30-10-2018

ქალაქ მარნეულში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის სკვერის მოწყობის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები განხორციელდება ორ ეტაპად, რისთვისაც გამოცხადებულია ტენდერი. პროექტის ფარგლებში მონუმენტური ძეგლი გახდება საპროექტო პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი, რომლის არსებულ ამორტიზირებულ და დაზიანებულ არქიტექტურულ ელემენტებს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და ვინაიდან ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მისი არსებული მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია არ შეიცვლება.


მარნეულის მერიის ინფორმაციით, პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა განვითარდება მონუმენტური ძეგლის ოთხივე მიმართულებით. ძირითადად მოეწყობა სამი ზონა ესენია: საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებით, გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია სპორტული ტრენაჟორებით. ძეგლის უკანა მხარეს გაკეთდება დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, შემეცნებით-სადღესასწაულო ზონა, სადაც მოეწყობა ღია ამფითეატრი და შესაძლებლობა იქნება გაიმართოს შემეცნებითი ტიპის სემინარები და სადღესასწაულო წარმოდგენები, ხოლო ტერიტორიაზე მდებარე ფერდობებზე განთავსდება საფეხმავლო ბილიკები.

პროექტის მიხედვით, ძეგლის დასავლეთ მხარეს (საბავშვო-საპარკო ზონაში) მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც კომპოზიციურად ოვალურ-რკალური ფორმის იქნება. პარკის ძირითადი პერიმეტრის გასწვრივ (ცირკულაციურად), მოეწყობა ასფალტის საფარიანი ველო და პანდუს-ბილიკი. ველო და პანდუს-ბილიკები გაივლის სამივე ზონას და სპორტული აქტივობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცირკულაციურად (ისე, რომ არ მოხვდნენ ცენტრალური გზის სიახლოვეს) იმოძრაონ ძეგლის გარშემო მდებარე ყველა ძირითად ნაწილში. პანდუს-ბილიკის მეშვეობით შშმ. პირებს, ტერიტორიის რელიეფურობის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ სკვერის ნებისმიერ ზონაში და ასევე შეუფერხებლად მოხვდნენ ძირითადი მონუმენტის ბაქნებზე. გაკეთდება სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები ფეხით მოსიარულე დამსვენებლებისთვის.


სკვერის ცენტრალური ბაქნისა და ამფითეატრი უზრუნველყოფილი იქნება WI–FI-ის სისტემით, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო სისტემა.


პროექტი ასევე, ითვალისწინებს წარწერების მონატაჟს ,,კიდევაც დაიზრდებიანის“ ტერიტორიის შესასვლელის მიმდებარედ და წარწერას ,,მე მიყვარს მარნეული“, რომელშიც დამონტაჟდება ღამის სანათები.


ასევე, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოპარკინგი მსუბუქი ავტომანქანებისა და ავტობუსებისთვის. განთავსდება საზოგადოებრივი ტუალეტი მამაკაცების, ქალებისა და შშმ პირებისათვის.


ტერიტორიის დაცვის მიზნით, სკვერის გარშემო მოეწყობა ლითონის დგარებისგან შესრულებული დეკორატიული ღობის მოწყობა, რომელიც შესრულებულ იქნება მხატვრული ჭედურობის ელემენტებით ასევე, ავტოსადგომის ორ უკიდურეს კიდეში მოეწყობა ელექტროფიცირებული შლაგბაუმები.


ტერიტორიაზე დაირგვება ახალი, სხვადასხვა ტიპის ნარგავები, აქედან გამომდინარე მოეწყობა სარწყავი სისტემა სწრაფი დაერთების ადგილებით.


აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 659 314 ლარი, ხოლო მეორე ეტაპისთვის 472 365 ლარია გამოყოფილი.


Ipn.ge