გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც რეჟიმმა წაართვა მფლობელებს, კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე

10-10-2024

„მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა მფლობელებისთვის რეჟიმის მიერ წართმეული „ელიტ ელექტრონიქსი“, ბანკი „კონსტანტა“, კომპანია „მაგნატი“. ასევე, მის კისერზეა ათიათასობით გამოსახლებული ადამიანის ბედი.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ხაზარაძეს სააკაშვილმა დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ლელოს“ ლიდერს გაცნობიერებული აქვს, თუ რა დავალებას მიიღებს იმ შემთხვევაში, ხელისუფლებაში როგორღაც თუ მოვა, თუმცა, იმან, რომ მას ქვეყნის ომში ჩართვა მოუწევს, ხაზარაძეს ღალატზე ხელი არ ააღებინა.


„სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი კი ასევე ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები.


მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.