გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე: ხაზარაძე/გახარია გვიმტკიცებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალას წარმოადგენენ, რაც ისეთივე ტყუილია, როგორც მათი პატრიოტულ მოტივებზე აგებული საარჩევნო კამპანია

10-10-2024

„ხაზარაძე/გახარია გვიმტკიცებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალას წარმოადგენენ, რაც ისეთივე ტყუილია, როგორც მათი პატრიოტულ მოტივებზე აგებული საარჩევნო კამპანია“-ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.


ჩიხელიძის თქმით, ორივე მათგანს ერთი მიზანი და ერთი უფროსი ართვევინებს, საქართველოში დესტაბილიზაციის და არეულობის შექმნა, რაც თავის მხრივ გახარია/ხაზარაძისთვის მიცემული დავალების ნაწილია. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, პოლიტიკურად გაკოტრებული სუბიექტების (გახარია/ხაზარაძე) მესამე ძალად წარმოჩენა დიდი შეცდომაა, მათი ადგილი არა ქართული პოლიტიკის ავანგარდში, არამედ პოლიტიკურ სანაგვეზეა.


„ქართული პოლიტიკის „ახალი“ სახეების შესახებ მინდა მოგითხროთ, ხაზარაძე/გახარია გვიმტკიცებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალას წარმოადგენენ, რაც ისეთივე ტყუილია, როგორც მათი პატრიოტულ მოტივებზე აგებული საარჩევნო კამპანია, რა შეიძლება ითქვას ხანდაზმულ თაღლითზე და გადაგდების დიდოსტატ გახარიაზე, ორივე მათგანს ერთი მიზანი და ერთი უფროსი ართვევინებს, საქართველოში დესტაბილიზაციის და არეულობის შექმნა, რაც თავის მხრივ გახარია/ხაზარაძისთვის მიცემული დავალების ნაწილია.


თუ მათ ისტორიას გადავხედავთ, საქართველოსთვის არაფერი ღირებული გაუკეთებიათ, (ხაზარაძის მიერ გახსნილ აუზს თუ არ ჩავთვლით) ხაზარაძე მთელი თავისი ცხოვრება, მევახშეობას ეწეოდა, რომლის ანგარიშზე ასობით გამოსახლებული და გაუბედურებული ოჯახია, ასევე ის წარმატებით თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან, მონაწილეობდა ქონების ჩამორთმევა გადაფორმებაში და ა.შ. ასევე მის სახელს უკავშირდება ორი განსაკუთრებით საინტერესო საქმე, ერთი ე.წ. ლისის ტბის საქმე, სადაც ხაზარაძეს ყოფილი ბიზნეს პარტნიორთან აქვს დავა, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ხაზარაძე არაკეთილსინდისიერად მოიქცა და ქონებას თაღლითური გზით დაეუფლა (საუბარია ათობით მილიონი ლარის აქტივზე) მეორე საქმე კი ანაკლიის პორტის მშენებლობა არის, რომელიც ხაზარაძემ მიზანმიმართულად არ განახორციელა, შემდეგ კი არა სახელმწიფოს არამედ ქართველ ხალხს მილიარდ ხუთასი მილიონ დოლარს ედავებოდა, აი ასეთი პატრიოტი ბატონი მამუკა.


რაც შეეხება გახარიას, მის შესახებ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ის მიზანმიმართულად ცდილობდა სახელმწიფო ინსტიტუტების და იმ გუნდის დაზიანებას რომელსაც თვითონ წარმოადგენდა, მისი მთავარი ხელწერა, როგორც ხელისუფლებაში ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს არის ტყუილი და ადამიანების ე.წ გადაგდება, გახარიასთან კონსტრუქციული ურთიერთობა წარმოუდგენელია, რადგან მისი ნდობის ხარისხი კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. პოლიტიკურად გაკოტრებული სუბიექტების (გახარია/ხაზარაძე) მესამე ძალად წარმოჩენა დიდი შეცდომაა, მათი ადგილი არა ქართული პოლიტიკის ავანგარდში, არამედ პოლიტიკურ სანაგვეზეა“, - წერს დავით ჩიხელიძე.