გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაასამართლოს „ნაცკრიმინალები“ და ყველაფერს უნდა დაარქვას თავისი სახელი

10-10-2024

„ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ თქვა, რომ ხელისუფლებაში გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილის მოყვანა იყო შეცდომური გარე დაკვეთა. არ ვიყავით მაშინ ძლიერნი“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ასევე შეასაღა სტაჟიანი თაღლითი მამუკა ხაზარაძე, იმისთვის, მას ანაკლიის პორტის მშენებლობა შეეჩერებინა. აბაშიძის თქმითვე, ქართულმა ოცნებამ "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალები უნდა გაასამართლოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.


„ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ თქვა, რომ ხელისუფლებაში გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილის მოყვანა იყო შეცდომური გარე დაკვეთა. არ ვიყავით მაშინ ძლიერნი. ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც შემოგვასაღა უზნეო, სტაჟიანი თაღლითი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტში, რათა დაეპაუზებინა ეს უმნიშვნელოვანესი საქმე.


შეცდომები ოჯახებში, საახლობლოშიც ხდება, თუმცა საღი აზროვნებით ვლახავთ სირთულეებს და წინ მივდივართ. ბრიტანელი „პიარშიკებისგან“ მისწავლია - თუ ცნობადი ხარ, მაქსიმალურად შეცვალე შენი იერსახე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოუსმინე ხალხის აზრს. ეს Vox populi კი გვეუბნება - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაასამართლოს ნაცკრიმინალები და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი!“, - წერს აბაშიძე.