გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ცხადია, რომ ხაზარაძე და გახარია, სხვადასხვა დროს შევიდნენ ალიანსში "ნაცმოძრაობასთან" და ეს დაინახა ყველამ, ახლა აცხადებენ ჩვენ მათგან შორსა ვართო

10-10-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება გახარიას და ხაზარაძის შესახებ, რომლებიც ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“.


ანჯაფარიძის თქმით, ხაზარაძე და გახარია ცდილობენ "სარეცხი ფხვნილი გადაივლონ" და დისტანცირდნენ ნაცმოძრაობისგან, თუმცა, ისინიც მრავალთავიანი ურჩხულის თავები არიან.


„პრინციპში, ისედაც ცხადი იყო და დღეს კიდევ უფრო ცხადია, რომ ხაზარაძე და გახარია, რომლებიც სხვადასხვა დროს შევიდნენ ალიანსში ნაცმოძრაობასთან, და ეს დაინახა ყველამ, ახლა ცდილობენ სარეცხი ფხვნილი გადაივლონ და აცხადებენ ჩვენ მათგან შორსა ვართო. არადა ერთი მრავალთავიანი ურჩხულის თავები არიან, ოღონდ სათადარიგო“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.