გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში (სრულად)

11-10-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


„მოგესალმებით მეგობრებო!


მივესალმები აჭარას, უსაყვარლეს ხალხს, უმაგრეს ადამიანებს!


მივესალმები ბათუმს, ხელვაჩაურს, ქობულეთს, ქედას, ხულოს, შუახევს და არ შეიძლება არ ჩამოვთვალო ჩვენი დელეგატები, არ უნდა გამომრჩეს, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ასეთი მაგარი ადამიანები არავის ჰყავს კი არა, სანამ დავასახელებ, მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ გაბედა თუნდაც ერთი დელეგატის დასახელება ვერც აჭარაში და ვერც სხვაგან.

მივესალმები აჩიკო ბერიძეს!


მივესალმები გია ჭყონიას! ანზორ ბოლქვაძეს!


ადგილობრივ დონეზე - ძალიან მაგარ ხალხს: ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს, ცოტნე ანანიძეს, მინდია დიასამიძეს, ფრიდონ ფუტკარაძეს, მამუკა თურმანიძეს და ვახტანგ ბერიძეს! ეს ხალხი თქვენი წარმომადგენლები იქნებიან ადგილობრივ თუ ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში.


მოგესალმებით განსაკუთრებით თბილო, მართალო, ერთგულო ხალხო, რითაც განსაკუთრებით გამოირჩევით აქ მცხოვრები ადამიანები. ყველა კარგად ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო დღეების პერიოდში. აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად, ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა განცხადებებმა, რაც ხმოვანდება ხოლმე. აგენტურის საერთო პატრონმა, გადაწყვიტა, აი ამ ხალხის უსუსურობის გამო, საქართველოს არჩევნებში ჩართოს უცხო ქვეყნის ძალები, თუმცა - უშედეგოდ. მათი ოთხი პარტიიდან, მინიმუმ ორი, საარჩევნო ბარიერსაც კი ვერ ლახავს.


რამდენიმე დღის წინ, ალბათ გახსოვთ და ბევრი თქვენგანი, დარწმუნებული ვარ, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, წარუდგინა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა. ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერ შეძლო ამ პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, დარგი, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო ოთხი წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რაც არა მხოლოდ მშვიდობას, ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურის დაცვას,. არამედ ჩვენი მოქალაქეების უკეთესი და ღირსეული ცხოვრების პირობებს ეხება.


ჩვენ უკვე ყველამ ზუსტად ვიცით, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა წლევანდელი 90 მილიარდიდან 130 მილიარდზე მეტი იქნება. ბიუჯეტი წლევანდელი 27,8-დან იქნება 40 მილიარდზე მეტი. საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში მომდევნო წლებში იქნება 3500 ლარი. პენსია მომდევნო წლის, იცით ხომ დიფერენციაცია? 350, 450 მთიან, აქ ძალიან აქტუალურია ეს საკითხი 420 და 520 – 70 წლის ასაკის პენსიონერებს, აქედან დაწყებული, გაიზრდება ყოველწლიურად ჩვენ მიერ მიღებული კანონის შესაბამისად გარანტირებულად. ხოლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ზომავენ ხოლმე ქვეყნების ეკონომიკას, განვითარების დონეს და როგორ აისახება თითოეულ მოქალაქეზე - უმუშევრობა და სიღარიბე, ჩამოცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და იმის მაგივრად, რომ ვინმე ამ თემაში შემოსულიყო, ან კრიტიკა მოეხერხებინა, გუშინ, ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე, არამედ, უნდა ჩამოვაქციოთ - უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც დააზიანებს რუსეთს მაქსიმუმ 0.3 %-ით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას, მინიმუმ 12%-ით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში. ე.ი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ კი არ უნდა იზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ, უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა. მესამე წელია, მეგობრებო წვალობენ და როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ თქვეს. ხომ გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას - სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ, არამედ, საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის. მათ ასევე გვითხრეს ევროპარლამენტის გამოყენებით, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება!


ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ, ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.


მოკლედ, გუშინდელი დღიდან, ყველაფერი გახდა უფრო ნათელი. გუშინ სათქმელი პირდაპირ გვითხრეს. მოდი, ახლა ვკითხოთ აქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, რა სურს ხალხს სინამდვილეში.


ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ საქართველოს სკოლებში და მედიასაშუალებებში ლგბტ პროპაგანდა - თანახმა ხართ?


ჩვენ არ ვაპირებთ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და საქართველოს მოქალაქეს ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში - თანახმა ხართ?


ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით ვაჭრობას, შესაბამისად, ქართველი კაცი და ქართველი ქალი, არასდროს დათმობს მშვიდობას და მით უმეტეს, არასდროს დათმობს ღირსებას.


და მოდი აქედან, თქვენი სახელით, ამ ემოციის ფონზე, მივმართოთ ყველას, მთელ მსოფლიოში. ამათთან ლაპარაკს, ჩვენთან, ამ ოპოზიციად წოდებულებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე დარჩენილი, დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი!


რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი! ამ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!


ჩვენს ამაყ და ღირსეულ ქვეყანას გაუმარჯოს! უღრმესი მადლობა, მეგობრებო!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.