გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის გამოყენებით გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი

11-10-2024

ევროპარლამენტის გამოყენებით გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი - მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი ამ ქვეყნის. წარმოუდგენელია ეს, მეგობრებო, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა და ამას ქართველი კაცი, ქართველი ქალი, არასდროს შეეგუება! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.


მისი თქმით, რეზოლუციით ასევე ევროპარლამენტმა მოითხოვა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის და გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, შესაბამისად, გუშინდელი დღიდან ყველაფერი ნათელი გახდა.


„ასევე გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი და მომავალი თაობები უნდა გავწიროთ ამ პროპაგანდისათვის. უნდა გავაუქმოთ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ეკლესიის სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.


მოკლედ, გუშინდელი დღიდან ყველაფერი გახდა უფრო ნათელი. გუშინ სათქმელი პირდაპირ გვითხრეს. მოდი, ახლა ვკითხოთ აქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, რა სურს ხალხს სინამდვილეში.


ჩვენ არ ვაპირებთ, დავუშვათ საქართველოს სკოლებში და მედიასაშუალებებში ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ არ ვაპირებთ, გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და საქართველოს მოქალაქეს ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით ვაჭრობას, შესაბამისად, ქართველი კაცი და ქართველი ქალი, არასდროს დათმობს მშვიდობას და მით უმეტეს, არასდროს დათმობს ღირსებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.