30-10-2018
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შესახებ გაზეთ «Известия»-ში გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა.
ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით „ეს კატასტროფაა საქართველოს ხელისუფლებისათვის“ (ესაუბრება ჟურნალისტი ალექსი ზაბროდინი).
ნინო ბურჯანაძის აზრით, „არჩევნების შედეგებმა აჩვენა ის, რომ ბევრი ფულის ქონა სულაც არ ნიშნავს ქვეყნის მართვის უნარის ქონას.
„ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს ისე გაუძღვებოდა, როგორც კომპანიას. იგი ჩემი მხრიდან გამოხატულ კრიტიკას შეუარცხყოფად იღებდა... ხელისუფლება აცხადებდა, „შუა უნდა გაიკრიფოსო“ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ უნდა დარჩესო. მე ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ შთანთქავდა, რაც მოხდა კიდეც 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად“-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ინტერვიუში ექსსპიკერი იმაზეც ლაპარაკობს, რა მოხდება გრიგოლ ვაშაძის სავარაუდო გაპრეზიდენტების შემდეგ: არაა გამორიცხული, რომ მან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს... [„ნაციონალების“ გაძლიერების შედეგად] დაიწყება ბიძინა ივანიშვილის გუნდის განშრევება - იქ არიან ადამიანები, ე.წ. „დასავლური ახალგაზრდობა“, რომლებიც აშშ-ის საელჩოდან იმართებიან... ხელისუფლების რღვევის პროცესი უკვე დაიწყო“-აცხადებს ბურჯანაძე.