გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში, 29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

30-10-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული ლ.ნ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოქალაქეების მოტყუებით, თაღლითურად თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით ლ.ნ.-მ დააფუძნა არასამეწარმეო ფონდი - ,,ზრუნვა“. ლ.ნ. მოქალაქეებს უხსნიდა რომ თითქოსდა აღნიშნული ორგანიზაცია უცხოური დონორებისგან ფინანსდებოდა, რაც გარკვეული სეგმენტის ინტერესებს უნდა მოხმარებოდა, მათ შორის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ის უკავშირდებოდა ნდობაში შესულ პირებს და ჰპირდებოდა, რომ თუკი მის მითითებებს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ ფინანსურ სარგებელს. ლ.ნ.-ს მითითების თანახმად, 29 მოქალაქემ, კონკრეტულ ბანკებთან სესხის და განვადების ხელშეკრულება გააფორმა. ლ.ნ. დაზარალებულებს ჰპირდებოდა, რომ ბანკებთან ფინანსურ ვალდებულებებს თვითონ შეასრულებდა და მათ მიერ განვადებით გამოტანილ ავეჯს და სესხის დიდ ნაწილს მოტყუებით ეუფლებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი მათ თანხებს ჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ დარჩენილ ვალდებულებებზე არც უნდა ეფიქრათ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლ.ნ. არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რითაც მის მიერ განხორციელებული თაღლითური სქემის გამოყენებით, 29 დაზარალებულს 117,367,47 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.


სამართალდამცველებმა ლ.ნ. 2018 წლის 1-ელ აგვისტოს სარფის გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როცა იგი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ლ.ნ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.