გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - NBG Policy Papers გამოქვეყნებას იწყებს

11-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების ახალი სერიის - პოლიტიკის კვლევების (Policy Papers) გამოქვეყნებას იწყებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


როგორც სებში აღნიშნავენ, კვლევითი ნაშრომების სერიის გამოქვეყნების მიზანია, მიმოიხილოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკის აქტუალური საკითხები.


„პირველი პოლიტიკის კვლევა, „ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთის შეფასება საქართველოს მაგალითზე“, მიმოიხილავს და პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს როგორიცაა: რამდენად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს ცენტრალური ბანკი? რა ნიშნულზე ნორმალიზდება საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოიწურება? ინფლაციის თარგეთირების პირობებში, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნეიტრალური განაკვეთის შეფასება. ეკონომიკურ ლიტერატურაში ნეიტრალური განაკვეთი განიმარტება, როგორც წონასწორული განაკვეთი, რომელიც ბაზარზე ყალიბდება მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ციკლური ფაქტორები ამოწურულია და გამოშვება მის პოტენციურ, ხოლო ინფლაცია კი მიზნობრივ დონეზე ნარჩუნდება. წარმოდგენილი კვლევა მიმოიხილავს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში ნეიტრალური განაკვეთის ჩამოყალიბებაზე და შეფასებულია მისი ისტორიული და მიმდინარე მაჩვენებელი.


ნაშრომში მოცემული მოსაზრებები ასახავს ავტორის შეხედულებებს და არ გადმოსცემს ეროვნული ბანკის პოზიციას.


კვლევითი ნაშრომების ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის პუბლიკაციების კატეგორიაში შემდეგ მისამართზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.