გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

IPSOS-ის კვლევის ავტორი: ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ეს კი შთამბეჭდავი შედეგია - ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს

12-10-2024

ვფიქრობ, საერთო ჯამში აღმოვაჩინეთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, მოსამართლეები თუ მოსახლეობა, საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, - ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა მაგალითად გამოდგეს, ვინაიდან, ამ ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით.


„რადგან საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს. მოსამართლეებიც და სხვებიც, კარგად აცნობიერებენ გატარებულ რეფორმებს, თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად მოსახლეობაზეც აისახა ეს ყველაფერი, რადგან ხალხიც უფრო დადებითად არის დღეს განწყობილი სასამართლოების მიმართ, ვიდრე 8 წლის წინ“, - განაცხადა პროფესორმა ვან დაიკმა.