გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა

12-10-2024

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.


კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ფოტოხაფანგების გამოყენებისა და პირველადი მასალების დამუშავების, ტყის მართვის, კანონაღსრულების, GPS ნავიგატორის გამოყენების, მენეჯმენტის გეგმის ანგარიშგების, ტყის მავნებელთა და ფიტოპათოლოგიურ დაავადებათა მართვის სფეროებში.


აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.


ტრენინგების ციკლის დასკვნით შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მენეჯერი ნათია ბერიძე დაესწრნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობას.