გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ფოჩხუა IPSOS-ის კვლევაზე: დღე არ გავა საქართველოს შესახებ კვლევებში წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი-ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად

12-10-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.

ფოჩხუა წერს, რონ როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, ეს მონაცემები კი გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, როცა პირველად ჩატარდა IPSOS-ის კვლევა.


მისივე თქმით, ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად.


„დღე არ გავა საქართველოს შესახებ კვლევებში მის წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი. ახლაც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს, გამოაქვეყნა კვლევა, სადაც გამოკითხულთა 61%-ის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არის ძალიან კარგი. როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, ეს მონაცემები კი გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, როცა პირველად ჩატარდა IPSOS-ის კვლევა. ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად”, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.