30-10-2018
"ყოფილი სამხედრო მფრინავი ვარ და 24 წელი ვიმსახურე საქართველოში. როცა დღეს, ქართულ მიწაზე კვლავ დავდგი ფეხი, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მეორე სამშობლოში ჩამოვედი. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო. იგივე სატკივარი გვაქვს_ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტიც ოკუპირებული აქვს იმავე აგრესორს, რომელმაც საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვა. მე სწორედ დნესტრისპირეთიდან ვარ. მიხარია, რომ ვეტერანებზე ზრუნვა, საქართველოში სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ თქვენგან, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მსგავსი სამსახური ჩამოყალიბდეს’’_ განაცხადა ალექსანდრუ გორგანმა.
"ჩვენი ორგანიზაციისთვის საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული და ფასეულია. თქვენ დონეს რომ მივაღწიოთ, ამისათვის დიდი გზა გვაქვს გასავლელი. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა’’ მიმართა ვლადიმერ იმნაძეს ტუდორ სამოილენკომ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მოლდოველი სტუმრები საქართველოში კიდევ 3 დღე დარჩებიან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის წარმომადგენლობების მუშაობას და მათი ურთიერთობის გამოცდილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ადგილზე გაეცნობიან.