გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი დარჩო ხეჩუაშვილზე: ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება ქვეყანაში, ამ ქვეყანაში შედის ჩუმად და რისკავს საკუთარ თავისუფლებას 18 წლიან ციხეზე, ე.ი, რაღაცად უღირდა ეს რისკი

12-10-2024

„ამ ადამიანის წინააღმდეგ 18-წლიანი სასჯელი აქვს გამოტანილი სასამართლოს და ეს ადამიანი ტყე-ტყე აპირებდა შემოსვლას საქართველოში და აქაც იმარჯვა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, სასაზღვრო პოლიციამ და იგი დააკავა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ესე იგი, მას ეს რისკი უღირს, რაც დადასტურდა ხეჩუაშვილის პირველი ჩვენებით, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გია ლორთქიფანიძეც ახსენა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პერიოდულად აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, ლორთქიფანიძე, საქართველოს დესტაბილიზაციაში არიან ჩართულები.


„წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება „იქს“ ქვეყანაში, შედის ჩუმად ამ "იქს" ქვეყანაში და რისკავს საკუთარ თავისუფლებას 18 წლიან ციხეზე და ამ რისკმა რომ არ გაამართლა, გამოჩნდა კიდევაც. ე.ი, რაღაცად უღირდა ეს რისკი. მასთან იყო ან რაღაც გარიგება, ან დავალება, რომ უღირდა 18-წლიან ციხედ და ასეც არის. ვნახეთ, რომ პირველი ჩვენება მან უკვე მისცა, რომ, თავის დროზე, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, როდესაც მოხდა თავდასხმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, ამ პოლიტიკოსზე თვალთვალი მას ნაბრძანები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან. კიდევ ერთხელ, კრიმინალურ ისტორიაში გამოჩნდა გია ლორთქიფანიძე. როგორც ჩანს, ასეთი ბნელი საქმეების მთავარი დამგეგმავი საქართველოში არის უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, საერთოდ კატასტროფაა. ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, დახმარებაზე, გვერდში დგომაზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაღაც პერიოდულობით, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ჩართულნი არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში. უბრალოდ სირცხვილია საერთო ჯამში ეს მდგომარეობა. ამიტომ, ვნახოთ რას აჩვენებს შემდეგი გამოძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუმცა მნიშვნელოვანი გამოძიებამ დაადგინოს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.