გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: სიცრუეში „ლელო" და ხაზარაძე თავად ოპოზიციამ ამხილა ათას ლარიან პენსიასთან დაკავშირებით

14-10-2024

გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათას ლარიან პენსიასთან დაკავშირებით - სიცრუეში „ლელო" და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, მათი საარჩევნო დაპირება არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი.


„ამ სიცრუეში „ლელო" და ხაზარაძე ამხილა თავად ოპოზიციამ. თქვენ გახსოვთ დისკუსია, რომელიც წარიმართა ათას ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. იმდენად მარტივად გამოიჭირა სხვა არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ესენი ტყუილში, რომ ამაზე დამატებით მსჯელობა არც ღირს. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო ტყუილი, რომელსაც ავრცელებს ეს პოლიტიკური პარტია", - განაცხადა პრემიერმა.