გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ვისურვებდი, ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში

14-10-2024

მე ვისურვებდი დღევანდელ დღესასწაულზე, რომ ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ რაღაც მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ და ასეთი ადამიანები ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ქვეყანაში.


„ნინო ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება პატრიოტიზმი. ამ ყველაფრისგან თვითონ ნინო ლომჯარიაც უნდა გათავისუფლდეს," -განაცხადა პრემიერმა.