გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ეს სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში

14-10-2024

ყველამ ნახა, რომ ეს სანქციები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში.


„დაასანქცირეს 2008 წლის ომში ნაბრძოლი 2 ადამიანი, შსს-ს პოლიციის წარმომადგენელი. ყველამ უნდა გაიხსენოს, რომ პოლიცია საქართველოში ის ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში. კონტრპროდუქტიული რომ იყო სანქციები, ეს აქამდეც დადასტურდა პრაქტიკით. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდეს. უსამართლო და კონტრპროდუქტიულია. მე მგონია, რომ ეს ხალხი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაგმატულია და ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც პრაგმატულად არ შედის მათივე ინტერესებში,"- განაცხადა პრემიერმა.