14-10-2024
სალომე ზურაბიშვილს ერთ თვეში მაინც გაუვა უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, აქედან გამომდინარე, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება.
„ჩვენ გავიმეორებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმიტომ, რომ 60% რეიტინგით თავისუფლად არის შესაძლებელი ასზე მეტი მანდატის მოპოვება. ჩვენ გვინდა, რომ მნიშვნელოვნად გადავცდეთ ას მანდატს, შესაბამისად, იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად რეალური. ეს არის არსებითად სიმბოლური აქტი, იმიტომ, რომ ერთ თვეში მაინც გაუვა სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება, სწორედ იმპიჩმენტის საფუძველზე. ჩვენ წინა იმპიჩმენტით ყველას დავანახეთ, რომ ერთადერთი, ვისი ხმებითაც რჩება თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა". დღეს რომ მას უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" ხმების დამსახურება. ახლა უკვე სხვა მოცემულობა იქნება. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ჩვენ ასზე მეტი ხმით, თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა პრემიერმა.