გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან

15-10-2024

„საერთაშორისო სისხლის სამართალი დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებელს კი არ მიიჩნევს, არამედ მასთან ერთად დამნაშავეა ორგანიზატორიც, წამქეზებელიც და დამხმარეც. ასეთია საერთაშორისო და შესაბამისად, ქართული სამართლის პრაქტიკა“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან და მხარდაჭერას უცხადებენ, იმავენაირი დამნაშავეები არიან.


„ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, ბუნებრივია, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ამ შემთხვევაში, დამხმარეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული, დანაშაულში თანამონაწილეობის ყველა ფორმა და კონკრეტული სუბიექტები სახეზეა − დანაშაულის აღმსრულებლები (სსკ-ის 22-ე მუხლი) – „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების წარმომადგენლები. მეორე − დანაშაულის დამხმარეები, (სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილი) ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას, მხარს უჭერენ და ხმას აძლევენ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას (აღმსრულებელს) და ამით ხელს უწყობენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.