გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ჭიდაობის ტურნირი ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს

31-10-2018

გორში ჭაბუკთა შორის ქართველი ფალავანის, ძიუდოში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონის ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალური ტრადიციული ტურნირი ჩატარდა.

შეჯიბრებას, რომელიც მეათედ გაიმართა, გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზმა უმასპინძლა.

გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, საასპარეზოდ ქვეყნის ათზე მეტი ქალაქიდან იყვნენ წარდგენილნი. პირველობისათვის 9 წონით კატეგორიაში იბრძოლეს. ყველაზე უკეთ თბილისელებმა იასპარეზეს, რომლებიც 4 წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდნენ.

46 კგ. 1. გიორგი ინაშვილი (გორი), 2. მახარე ბანძელაძე (თბილისი), 3. დათო წიკლაური (გორი), ალეკო ჯანეზაშვილი (გორი)
50 კგ. 1. ნიკა ბაჩიაშვილი (ახმეტა), 2. კაკო ჩაფურიშვილი (ახმეტა), 3. ჯაბა ლუხოშვილი (თბილისი), თორნიკე ბასიაშვილი (თბილისი)
55 კგ. 1. თორნიკე მაზიაშვილი (ახმეტა), 2. აკაკი ეპიტაშვილი (მარტყოფი), 3. ლუკა ბაბუციძე (გორი), დათო კორკელია (ფოთი)
60 კგ. 1. გიორგი ლურსმანაშვილი (ქარელი), 2. ალეკო კასრაძე (გორი), 3. ნოდარ ძამაშვილი (მარტყოფი), ლუკა საგანელიძე (თბილისი)
66 კგ. 1. ლაშა ვეშაპიძე (თბილისი), 2. ჯუმბერ მელაძე (გორი), 3. გიორგი ტერაშვილი (გორი), ელგუჯა ჭინჭარაშვილი (თბილისი)
73 კგ. 1. ალექსანდრე ლოლაძე (თბილისი), 2. გიორგი იანტბელიძე (გორი), 3. გიორგი გუგავა (ქუთაისი), დავით გირგვლიანი (მესტია)
81 კგ. 1. ნიკა ბერუაშვილი (თბილისი), 2. თომა მოხევიშვილი (თბილისი), 3. ზურაბ ჩაგელიშვილი (ქარელი), გიორგი მარმალიძე (გორი)
90 კგ. 1. გიგი გუგუნაშვილი (თბილისი), 2. ზაურ ჭულუხაძე (გორი), 3. გიორგი ქარელიშვილი (გორი), რატი ფერხული (თბილისი)
+ 90 კგ. 1. უჩა ტაბატაძე (ზესტაფონი), 2. საბა გვიმრაძე (თბილისი), 3. ზურა ლომიძე (ხარაგაული), დავით ქრისტესიაშვილი (გორი).



qartli.ge