გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას: ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა, ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა, ამიტომ, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა

16-10-2024

„წინ 26 ოქტომბერია, დღე როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეში უნდა ითქვას 26 ოქტომბერს მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით განაგრძოს ევროპისკენ სვლა.


„ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.