გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა

16-10-2024

მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ რადიკალურ ოპოზიციაზე, ისე მათ უცხოელ მფარველებზე.


„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულად, არიან ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ,"- განაცხადა პრემიერმა.