გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან

16-10-2024

ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


პრემიერის თქმით, ეს განცხადებები დროებითია.


„ეს განცხადებები არის დროებითი. რაც შეეხება არჩევნებს და ტესტს, ამ ტესტს საქართველო კიდევ ერთხელ ჩააბარებს უმაღლეს დონეზე, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომელთაც ძალიან უჭირთ ასეთი ტესტების ჩაბარება. ასეთი განცხადებები არის აბსოლუტურად დროებითი,"- განაცხადა პრემიერმა.